მეუფე შიოს ქადაგება
თუ ადამიანს არ განუცდია, არ უგრძნია, რომ ის არის უცხოობაში, სულიერად უცხოა ამ წუთისოფელში და ვინც ბოლომდე გრძნობს თავის თავს შინაურად და თავის სახლში აი, ამ წუთი სოფელში, ის ვერასდროს გაიგებს, რა არის სინანულის არსი და რა არის ქრისტიანობა. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმ შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიო განმარტავს, დიდია სიხარული ზეცაში ერთი ადამიანისთვის, რომელიც მოინანიებს.