თავდასხმა და ბულინგი პარტიული ნიშნით
თავდასხმა და ბულინგი პარტიული ნიშნით. ოზურგეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები, ნაციონალურ მოძრაობასა და მათ აქტივისტებს ორგანიზებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. საუბარია მარიკა ჩხიკვიშვილისა და ქეთევან ხომერიკის წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში აგორებულ კამპანიაზე. აგრესიულ ქმედებებში ზოგიერთი მედიასაშუალებაც მონაწილეობს. მიზეზი სოციალურ ქსელში მსჯავრდებულის შესახებ პოლიტიკური შარჟის გაზიარება გახდა, რამაც ოპონენტების გაღიზიანება გამოწვია.