შეკვეთილი სტატია
მორიგი დისკრედიტაციის მცდელობა საქართველოს მთავრობის მისამართით. გამოცემა ატლანტიკი აქვეყნებს სტატიას სათაურით „სააკაშვილის ნელი მკვლელობა“. სტატიის ავტორი, ექს პრეზიდენტის მეგობრის, ევროპარლამენტის წევრის, რადოსლავ სიკორსკის მეუღლე, ენ ეფლ ბაუმია. ბაუმი აღწერს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, როგორც მძიმეს და შემაშფოთებელს, რაშიც ავტორი ბრალს საქართველოს ხელისუფლებას სდებს. ავტორი საუბრობს სააკაშვილის მოწამვლაზე და ტრავმებზე, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. ამავე სტატიაში ბაუმი მიხეილ სააკაშვილს ადარებს სერგეი მაგნიცკის და ნავალნის.