სააკაშვილის სასამართლო
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის გადავადება- გათავისუფლებას ეხება. სხდომა ისევ მსჯავრდებულის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. პროცესზე დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან ადეკვატური მკურნალობა მოითხოვა, მოსამართლის კითხვაზე საპასუხოდ კი თქვა, რომ საკვებზე ხელმისაწვდომობა აქვს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინულადაც.