„ქრონიკის“ შეკითხვებს ვიქტორ ყიფიანი პასუხობს
ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის დავაში მალე ახალი დეტალები გახდება ცნობილი, მისი მრჩევლები ისეთი მტკიცებულებების გასაჯაროებას გეგმავენ, რაზეც აქამდე მხოლოდ მინიშნებები კეთდებოდა. მანამდე კი ერთგვარი შეფერხების შემდეგ, საერთაშორისო მედია ბიძინა ივანიშვილისა და მისი ადვოკატების მოსაზრებებსაც აქვეყნებს. დასკვნა ასეთია - „კრედიტ სუისს“-თან ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ეს კი თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. საქმე არაერთ აბსურდულ დეტალს შეიცავს - პროცესი კი პოლიტიკურ შანტაჟად ფასდება. რა მტკიცებულებებია ეს და რა ეტაპზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი თუ სამართლებრივ-პოლიტიკური საქმე, ამაზე იურიდიული ფირმა ემ ქეი დის უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი ისაუბრებს.