07 სექტემბერი 2019, 13:35
Wikipedia შეფერხებით მუშაობს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ზოგიერთი მომხმარებლისთვის გაითიშა, ან შეფერხებით მუშაობს.
ონლაინ ენციკლოპედიის ჩამოტვირთვა შეფერხებულია როგორც კომპიუტერის, ასევე მობილურის მომხმარებლებისთვის.
ონლაინ ენციკლოპედიას პრობლემები შეექმნა ევროპაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, იტალიასა და გერმანიაში.
Wikimedia Foundation-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია და ისიც უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება.
ონლაინ ენციკლოპედია მსოფლიოს მასშტაბით 300 ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის არის ქართულიც.





