ვინ მართავს ამერიკას - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ზაზა შათირიშვილი
ვინ მართავს ამერიკას - ამ სათაურით აქვეყნებს წერილს ზაზა შათირიშვილი. ფილოსოფოსი წერს, რომ საკითხის შესწავლას დიდი დრო დაუთმო და მივიდა დასკვნამდე, რომ შეერთებულ შტატებს რამდენიმე ოჯახი მართავს. თემაზე საუბრისას შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ოჯახების გვარებს და წარმომავლობას შეგნებულად არ დაასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ოჯახებთან ბრძოლაში ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დამარცხდა. წერილის დასასრულს ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს ლიბერალურ იდეოლოგიაზე.