ვითარება უკრაინაში
პუტინი შობის დღესასწაულზე საომარ მოქმედებებს აჩერებს. კრემლის ლიდერის განკარგულებით, 6 და 7 იანვარს, 36 საათით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. ვლადიმერ პუტინის ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინული მხარისთვის. კიევის განცხადებით, თუ პუტინს ომის შეჩერება რეალურად სურს, უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. კრემლის სამშვიდობო ინიციატივების არ სჯერათ უკრაინის დასავლელ პარტნიორებსაც, რომლებიც კიევის სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებენ.