"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები პარტიის საქმოქმედო გეგმას განსხვავბულად ხედავენ
შიმშილობა, აქციები და მანდატების დატოვება - საერთო პოზიციაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი ვერ თანხმდებიან. თუმცა გუნდში ყველა იზიარებს მოსაზრებას , რომ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა დაიხსნას და საკურნალოდ, საზღვარგერთ გადაიყვანონ. სწორედ ამ მოთხოვნით, პარტიის წევრთა ნაწილი უკვე მეხუთე დღეა, პარლამენტში შიმშილობს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური გეგმები, სააკაშვილის პარტიაში არსებულ კრიზისს, გავლენებისა და ფინანსებისთვის ბრძოლას უკავშირდება.