ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილება შეუწყდება
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის უფლებამოსილება შეუწყდება. კორუფციაში მხილებული ვიცე-პრეზიდენტის საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პლენარულ სხდომაზე. ევროპარლამენტის თავმჯდომარის, განცხადებით მომხდარზე შიდა გამოძიება ჩატარდება, ასევე გატარდება რეფორმა, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში გამოირიცხოს. რობერტა მეცოლამ თქვა რომ კატართან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ანგარიში კომიტეტს უკან გადაეგზავნება.