სააკაშვილის სასამართლო გადაიდო
14 დეკემბერი 11:00 საათი - ამ დღეს მოსამართლე გიორგი არევაძის ხელმძღვანელობით მხარეები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობაზე იმსჯელებენ. საუბარია ექსპრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საკითხზე. დღევანდელი სხდომა გადაიდო ერთ - ერთ არგუმენტად მოსამართლის მხრიდან საქმის მასალების გაცნობა დასახელდა. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა