განხეთქილება დაშლისპირა მყოფ „ნაცმოძრაობაში“
ნაციონალურ მოძრაობას, ახლა სახის შენარჩუნების ეტაპი უდგას, ყოველი შემთხვევისთვის ასეთი მოწოდება მოვისმინეთ დღეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერისგან. არის თუ არა ეს შესაძლებელი, ამაზე თავად პარტიაშიც კი ოპტიმისტური პროგნოზები აქა-იქ ისმის. თუ არ ჩავთვლით ლევან ხაბეიშვილს, რომელიც დაჟინებით იუწყება, რომ ამ პროცესით პარტია ძლიერდება და არა პირიქით. ხაბეიშვილის პროგნოზებზე ხელისუფლების რეაქცია უკვე ცნობილია. მმართველი ძალა დღეს ასკვნის, რომ პარტიამ საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა. თამარ შარიქაძე გვიამბობს, ნაციონალური მოძრაობის არაღიარებულ გასაჭირზე.