სასტუმროში მამაკაცმა ხელყუმბარა ააფეთქა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქემ სავარაუდოდ ხელყუმბარა ააფეთქა. ის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
