ქართული მხარის პასუხი
საქართველოსთან არანაირი შემხებლობა არ აქვს საკითხს, რომლის მიხედვითაც სატვირთო მანქანამ, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, საქართველოს ტერიტორიაც გაიარა - განცხადებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აკეთებს. კაკაურიძე განმარტავს, რომ ვრცელდება გარკვეული ბრალდებები, რომლის უკანაც დასაბუთება არ დგას, საბაჟო საზღვარი არ გაუვლია არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოსა თუ ვაგონს. მინისტრის მოადგილის თქმით, ჩვენმა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ და როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის უწყებებთან, ჩვენს ქვეყანას მუდმივი თანამშრომლობა აქვს. განცხადებას ამავე თემაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ჩვენს ქვეყანას, საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. მისივე თქმით, ყველა ტვირთი საბაჟო კონტროლს ექვემდებარება და მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.