ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში
ლუკაშენკოს მოჩვენებითი მეგობრობა, არადიპლომატიური გაგრძელებით. ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა აფხაზეთში მორიგ პროვოკაციად ფასდება. ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლით, ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია . ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. უწყებამ ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა. ქართული პოლიტიკური სპექტრი საერთო პოზიციაზეა. ყველა თანხმდება, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა წითელი ხაზი გადაკვეთა.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები