„ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“.
თბილისში დღეს კიდევ ერთი კონფერენცია გაიხსნა, სახელწოდებით „ზრდასრულთა სწავლა და განათლება სამხრეთ კავკასიაში: მთავარი ეტაპები“. ღონისძიების მონაწილეებმა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის გათვალისწინებით განათლებაში არსებული გამოწვევები და მიღწევები განიხილეს. კონფერენციის ფარგლებში ასევე მოეწყო ზრდასრულთა განათლების ქართული და სომხური ცენტრების ბენეფიციართა მიერ წარმოებული სუვენირებისა და სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება ორდღიანია და ის გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ტარდება.