ქართულ ამერიკული დღეები
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბრუკლინის მერიაში გამართულ ქართულ-ამერიკული მემკვიდრეობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ბექა ოდიშარია ღონისძიებაზე, "დიანა ბაგრატიონის ფონდის" და ბრუკლინის ბოროუს პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფებოდა. ბრუკლინ ბოროუს ისტორიულ შენობაში “დიანა ბაგრატიონის ფონდის” ინიციატივით, საქართველო-ამერიკის მემკვიდრეობის დღე აღინიშნა. საქართველო-ამერიკის მეგობრობის გზაზე ამ დღის აღნიშვნის ისტორია 2019 წლიდან იწყება, რომელსაც ნიუ იორკის მერმა ერიკ ადამსმა და დიანა ბაგრატიონმა ჩაუყარეს საფუძველი.
სიუჟეტის ავტორი: რუსა შელია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები