ამერიკული სამხედრო გემები ტაივანის სრუტეში
ტაივანის სრუტეში ორი ამერიკული სამხედრო გემი შევიდა. ინფორმაციას ამერიკის საზღვაო ძალები ავრცელებს. ამერიკული მხარის განმარტებით, ხომალდების მიერ სრუტის გადაკვეთა საერთაშორისო წყლებში თავისუფლად ნავიგაციის დემონსტრირებაა. ეს პირველი ასეთი ოპერაციაა ტაივანსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტს მოყვა. პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთმა ტაივანის სრუტეში,ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. ჩინეთი კუნძულოვან სახელმწიფოს თავის ნაწილად მიიჩნევს.