„ღამის სერენადები“
ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში “ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დასრულდა. სცენაზე მსმენელის წინაშე წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე პიანისტმა და გერმანელმა კლარნეტისმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან ერთად, დაუვიწყარი საფესტივალო საღამოები აჩუქეს მსმენელს. ბათუმიდან ფესტივალი თბილისში გადაინაცვლებს და ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში 17-18 სექტემბერს, საკონცერტო საღამოები იტალია საქართველოს და საფრანგეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს მიეძღვნება.