ანსამბლ „რუსთავის“ მორიგი წარმატებული გასტროლი
ანსამბლ „რუსთავის“ მორიგი წარმატებული გასტროლი. ბელგიის სამეფოს ქალაქ ვატერლოოსთან მდებარე ვილერის სააბატოში ორი დღის განმავლობაში საგუნდო სიმღერების საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში ანსამბლ „რუსთავის“ გარდა, ამერიკელი, ბრიტანელი, ბელგიელი და ფრანგი მომღელრები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული პოლიფონიისა და ანსამბლ „რუსთავის“ მოსასმენად ყველაზე მეტი მსმენელი შეიკრიბა. ქართველი მომღერლების კონცერტს ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგნელები დაესწრნენ. ანსამბლმა ტრადიციული პროგრამის გარდა, იტალიური სიმღერაც შეასრულა. ორი დღის განმავლობაში „რუსთავმა“ რვა კონცერტი გამართა.
