ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო გადაიდო
ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო სხდომა გადაიდო, მიზეზად ნეკა დოროყაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. პროკურორის განცხადებით შემდეგი სხდომა დანიშნულია 13 სექტემბერს და ის დაზარალებულის დაკითხვით გაგრძელდება.