„სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და "ნაცმოძრაობასთან" კავშირს წყვეტს“
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს საბოლოოდ წყვეტს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაადასტურა. ადვოკატის განცხადებით, ახლა სააკაშვილისთვის პოლიტიკა დღის წესრიგში აღარ დგას.