ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა. პარტიების ნაწილი, რომელიც შეხვედრას დაეწსრო თანხმდება, რომ დეპოლარიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა და საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა იმ გეგმის განხორციელებისთვის, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სახელისუფლებო გუნდთან ერთად არცერთ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დღეს შეხვედრაზე მყოფმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაადუსტურეს რომ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ლევან ბეჟაშვილი შალვა პაპუაშვილს ხვდებოდა.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები