ოპოზიციის დესტაბილიზაციის გეგმა
სირცხვილიას დაანონსებულ აქციაზე , უკვე მეორე დღეა რეგიონებში მოსახლეობას , "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ეპატიჟებიან. 20 და 24 ივნისის აქციებზე, სადაც "სირცხვილიას" აქტივისტებმა პოლიტიკოსები სცენაზეც კი არ აუშვეს, ირკვევა, რომ რეალურად ორგანიზება საკუთარ თავზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა და აქვს აღებული. აქციაზე დასასწრებად ხალხის დარწმუნებას , ახლაც სააკაშვილის თანაგუნდელები ცდილობენ.