მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოებს
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდი უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოებს. ამჯერად თანამშრომლობის მემორანდუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ფონდი, უნივერსიტეტის ათი წარმატებული სტუდენტისთვის, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ეუფლებიან, სპეციალურ წამახალისებელ სტიპენდიებს გამოყოფს. სტიპენდიის თვიური ოდენობა 150 ლარს შეადგენს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ.