28 ნოემბერი 2026, 12:42
იახტ კლუბის თასი 2026 - ბათუმის აკვატორიაში აფროსნობის ტურნირი მიმდინარეობს
სპორტი

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
იახტ კლუბის თასი 2026 - ბათუმის აკვატორიაში აფროსნობის ტურნირი მიმდინარეობს. გუშინ დაწყებული შეჯიბრება ხვალინდელი დღის ჩათვლით გაგრძელდება. ტურნირში მონაწილე სპორტსმენები პირველობისა და საუკეთესო შედეგის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
გამარჯვებულები დასკვნით დღეს გამოვლინდებიან. ღონისძიება აჭარის აფროსნობის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.





