მედია: უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
სპორტი

უსმან ნურმაგომედოვი
ფოტო: Getty Images
დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები, რომლებიც ქართველ მებრძოლთან, მერაბ დვალიშვილთან ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის ციხეში იმყოფებოდნენ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნურმაგომედოვის და მისი თანმხლები პირების გათავისუფლება მხარეთა მორიგების და დაზარალებული მხარის თხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
გარდა ამისა, სასამართლომ ნურმაგომედოვისა და მისი გუნდის წევრებისთვის თავდაპირველად შეფარდებული 300 ათასი დირაჰმის ოდენობის ჯარიმა გაანახევრა.
როგორც ცნობილია, 11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გამართულიყო, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.





