14 ნოემბერი 2026, 19:50
55:31 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტონგა დაამარცხა
სპორტი

გაზიარება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა დღეს საიუბილეო, მე-300 შეხვედრა გამართა.
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ფარგლებში „ბორჯღალოსნებმა“ ავჭალის სტადიონზე ტონგას უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 55:31 დაამარცხეს.
ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ პირველი თამაში კანადასთან დიდი ანგარიშით მოიგეს, კიდევ ერთი შეხვედრა კი 21 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან ელით.





