25 ოქტომბერი 2026, 11:27
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის ტურნირის ფინალში ითამაშებს
სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი
ფოტო: AFP
გაზიარება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმატის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6-4, 6-7, 6-3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 17 წუთს გაგრძელდა და ბასილაშვილმა 7 ეისი მოაწოდა. მან ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და რვიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
ფინალში, რომელიც დღეს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ბასილაშვილის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.





