საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
სპორტი

ფოტო: Facebook
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სვანაძე აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ორჯერ ათამაშა. რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტს, ის ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. სანიოლის ეპოქაში ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც 2024 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის დაძლევით ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 57 მატჩი ჩაატარა.




