დავით კაპიტანოვი
მირჩა ლუჩესკუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია
სპორტი

მირჩა ლუჩესკუ
ფოტო: Getty
მირჩა ლუჩესკუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, - ამის შესახებ ინფორმაციას DigiSport-ი ავრცელებს.
75 წლის რუმინელის მომზადებულმა კიევის „დინამომ“, „გენტი“ ორი შეხვედრის ჯამში 5:1 დაამარცხა და ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოხვდა.
გუშინ, ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში უკრაინელებმა ბელგიელები 3:0 დაამარცხეს, სტუმართა ქართველ ლეგიონერს გიორგი ჩაკვეტაძეს კი არ უთამაშია.
რაც შეეხება ლუჩესკუს, მან იუპ ჰაინკესის რეკორდი დაამხო, რომელიც „ბაიერნს“ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე სამი წლის წინ, 72 წლის ასაკში ხელმძღვანელობდა.





