ცოტნე ივანიშვილის პირადი ჩართულობით განათლების სამინისტრო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
ცოტნე ივანიშვილის პირადი ჩართულობით განათლების სამინისტრო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს.
ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში, სადაც კონკურსში წარმატებული ქართველი მოსწავლეები სრული დაფინანსებით ისწავლიან, სწავლა წელიწადში 35-დან 42 ათას დოლარამდე ღირს. ისტორიული თანამშრომლობა უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტის, ცოტნე ივანიშვილის ინიციატივითა და პირადი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე უნივერსიტეტმა, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად, მიღებული სტუდენტების თანადაფინანსების მზაობაც გამოხატა.
ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, ინჟინერია, ტექნოლოგიები და ინოვაციები - ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ეს მიმართულებები ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.
ნინი მაისურაძის სიუჟეტი.





