24 ნოემბერი 2026, 15:52
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
საზოგადოება

გაზიარება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„მართალ აბრაამ მამამთავრის მეოხებით, უფალმა გააძლიეროს და დაიცვას იგი, მიმადლოს მხნეობა და ჯანმრთელობა.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებასა შინა მყოფი მიტროპოლიტი აბრაამი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





