განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესის შესახებ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გაიზიარა
საზოგადოება

განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესის შესახებ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება გაიზიარა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„2026 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აცნობა, რომ გაიზიარა მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით წარდგენილი ზოგადი წინადადება.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, ზოგადი წინადადების გათვალისწინებით განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი. ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




