მთავარანგელოზთა ხსენების დღეს პატრიარქი შიო III სადღესასწაულო წირვას თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში ატარებს
საზოგადოება

დღეს მთავარანგელოზობაა.
ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე წირვას თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლენს.
მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების: მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა - გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.
წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში, ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა. ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაფიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ.





