საქართველოს ფოსტა ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს: ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს
საზოგადოება

საქართველოს ფოსტა
საქართველოს ფოსტა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„ჩვენთვის ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცეთ ამ ტრაგედიის სიმძიმე, რომელსაც ჩვენი გუნდის წევრი, ჯაბა საყევარაშვილი ემსხვერპლა. ჯაბა საქართველოს ფოსტაში კურიერის პოზიციაზე მუშაობდა. ის იყო ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი, პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგული. ჯაბას გარდაცვალება ჩვენთვის უდიდესი დანაკარგია. ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - აღნიშნულია საქართველოს ფოსტის სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მაშველებმა ნანგრევებიან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.





