19 ნოემბერი 2026, 20:18
ტრაგედია ფონიჭალაში - კორპუსის ნანგრევებში სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ვიდეო/კადრი
გაზიარება
სამი წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი ბავშვის და სამი ქალის. ქვემო ფონიჭალაში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მუშაობენ ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ. მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. აფეთქება ქვემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსის მეხუთე სართულზე დილით, რვა საათსა და 47 წუთზე მოხდა. ტრაგედიის მიზეზი ცნობილია, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.





