19 ნოემბერი 2026, 19:56
ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენეს
საზოგადოება

გაზიარება
ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან მეოთხე ცხედარი ამოასვენეს.
ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოსვენებულია ოთხი ცხედარი - სამი ქალისა და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 2 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





