ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით
საზოგადოება

ლაშა ხუციშვილი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში.
ლაშა ხუციშვილის თქმით, დაფინანსება ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით:
„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 მილიარდ 678 მილიონი ლარი;
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 139 მილიონი ლარი;
წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 285 მილიონი ლარი.
მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 565 მილიონ ლარს;
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 620 მილიონი ლარი;
ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 100 მილიონი ლარი;
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 300 მილიონი ლარი.




