08 ნოემბერი 2026, 17:32
მწერალთა სახლში პოეტ ნინო ბზვანელის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
გაზიარება
„ცოლი შენი, ვითარცა ვენახი მსხმოიარე“ - მწერალთა სახლში პოეტ ნინო ბზვანელის ლექსების კრებულის წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ესწრებოდა, რომელიც პოეტის შემოქმედებას გაეცნო და მისი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა.
მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია თავად ავტორმა, 13 შვილის დედამ, ნინო ბზვანელმა წარადგინა. ღონისძიების დასასრულს პოეტის შემოქმედება შეაფასეს და სიტყვით გამოვიდნენ.





