კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
საზოგადოება

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.
ნუნუ დუღაშვილმა 1959 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.
1959-1962წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დოკუმენტური ფილმების სტუდიაში მუსიკალურ რედაქტორად; 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში; 1965-2002წწ. იყო საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გაფორმების განყოფილების უფროსი; ძირითადად მუშაობდა სიმღერის ჟანრში; პოპულარობა მოიპოვეს სიმღერებმა: "ქუთაისო", "იმერეთის ნიავი", "ღმერთი სიყვარულისა", "ბათუმი რად ღირს, მარტო", "ჩემი სიმღერა", "კახეთო", "სამშობლო", "თბილისო, სიყვარულო"; დაწერილი აქვს ასევე საფორტეპიანო კონცერტი, საფორტეპიანო სონატა, მუსიკა დოკუმენტური და სატელევიზიო, აგრეთვე თოჯინური ფილმებისათვის; 2012 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.
ნუნუ დუღაშვილი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.





