ადამიანი, რომელმაც საფრანგეთში ფრანგ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, გმირია თუ დამნაშავე? - „ქრონიკის“ კითხვას პაველ ჰერჩინსკიმ კონკრეტული პასუხი არ გასცა
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ადამიანი, რომელმაც საფრანგეთში ფრანგ პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, არის გმირი თუ დამნაშავე? - ეს კითხვა „ქრონიკამ“ ევროკავშირის ელჩს დაუსვა, თუმცა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ოთხშაბათს, შუადღეს პრესკონფერენცია გვექნება. მოწვეულია ყველა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
საფრანგეთში განვითარებული მოვლენების შეფასებისას მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ აქცენტს. უმრავლესობის წარმომადგენლები იხსენებენ ჩვენს ქვეყანაში ძალადობის წახალისების მცდელობებს და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გმირებად წარმოჩენის კამპანიას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლის წახალისებას ცდილობდნენ უცხოელი დიპლომატებიც, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია.





