მაგდა ანიკაშვილი: მომდევნო შაბათს, 7 ნოემბერს „ღია ეთერი“ სრულად დაეთმობა 19 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. „იმედის“ გუნდის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვილაპარაკებთ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის და შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სასტიკ დარბევაზე
საზოგადოება

მაგდა ანიკაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
მომდევნო შაბათს, 7 ნოემბერს „ღია ეთერი“ სრულად დაეთმობა 19 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ამავე გადაცემის წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა.
მაგდა ანიკაშვილის თქმით, „იმედის“ გუნდის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის და შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სასტიკ დარბევაზე ისაუბრებენ.
„საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა. ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელს 71 წელი შეუსრულდებოდა. მისი დიდი ძალისხმევის წყალობით, „იმედი“ დღეს არის ისეთივე სანდო და რეიტინგული, როგორც იყო პირველივე დღიდან და როგორც ჰქონდა ჩაფიქრებული ბატონ ბადრის. ასე რომ, ჩვენ დიდი პატივისცემით ვიხსენებთ მას.
მომდევნო შაბათს, 7 ნოემბერს „ღია ეთერი“ სრულად დაეთმობა 19 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს. „იმედის“ გუნდის წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვილაპარაკებთ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის და შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ სასტიკ დარბევაზე, თუმცა არამხოლოდ ამაზე. ჩვენ გავიხსენებთ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის უმძიმეს ფაქტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში“, - აღნიშნა მან.





