მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს - მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა
საზოგადოება

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა სკოლის წინ აქცია გამართეს, ისინი სკოლის მშენებლობის დროულად დასრულებას ითხოვდნენ. მათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შეხვდა, რომელმაც მშობლებსა და მოსწავლეებს მიმდინარე მშენებლობის ეტაპი გააცნო და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც დეტალურად გააცნობენ მშენებლობის ყველა დეტალსა და ეტაპს.
ასევე მინისტრი მშობლებსა და ბავშვებს დაჰპირდა, რომ ისინი ახალ სასწავლო წელს ახალ აშენებულ სკოლაში შეხვდებიან.
„შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლოს უკვე შევხვდებით და დეტალურად გავაცნობთ მათ იმ ნაბიჯებს, რასაც სამინისტრო დგამს ამ მიმართულებით. უკვე რამდენიმე დღეში აქ სამუშაოები განახლდება. იყო გარკვეული შეფერხება ობიექტური მიზეზების გამო. მშობლებს, პედაგოგებს, ბავშვებს დავპირდი იმას, რომ უკვე ახალ სასწავლო წელს, ისინი დაიწყებენ ახალ სკოლაში", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.





