23 ოქტომბერი 2026, 21:32
საჩხერის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საზოგადოება

ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გაზიარება
იუსტიციის სახლის რიგით 128-ე ფილიალი გაიხსნა. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალას მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 600-ზე მეტი სერვისის მიღება შეეძლება.
სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურა მოწყობილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.
ახალი ფილიალი ადგილობრივი საკადრო რესურსითაა დაკომპლექტებული, რაც რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალგაზრდა კადრების დასაქმებასაც ემსახურება.




