ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი: დაახლოებით 6 წლის წინ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა შესანიშნავი იდეა და ინიციატივა დაეფუძნებინა ეს უნივერსიტეტი და მხარი დაეჭირა მისთვის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მეშვეობით
საზოგადოება

ვოლფგანგ ჰერმანი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
დაახლოებით 6 წლის წინ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა შესანიშნავი იდეა და ინიციატივა დაეფუძნებინა ეს უნივერსიტეტი და მხარი დაეჭირა მისთვის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მეშვეობით, - განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა ვოლფგანგ ჰერმანმა.
ვოლფგანგ ჰერმანის თქმით, უნივერსიტეტს ფანტასტიკური სტუდენტები ჰყავს.
„დაახლოებით 6 წლის წინ ბატონ ივანიშვილს ჰქონდა შესანიშნავი იდეა და ინიციატივა დაეფუძნებინა ეს უნივერსიტეტი და მხარი დაეჭირა მისთვის, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მეშვეობით. ჩვენ გვყავს ფანტასტიკური სტუდენტები და გასული ექვსი წლის განმავლობაში გავხდით ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში“, - აღნიშნა მან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა.




