ზურაბ აბაშიძე: ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სენსიტიური საკითხების ნაადრევი შეფასებებისგან თავი შევიკავოთ
საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე
თბილისის საკრებულო
„მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკითხის შესასწავლად დროულად და კოორდინირებულად იმუშავეს. ჩატარებული კვლევებით დადასტურდა, რომ საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლენილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სენსიტიური საკითხების ნაადრევი შეფასებებისგან თავი შევიკავოთ და დავეყრდნოთ მხოლოდ დადასტურებულ ფაქტებს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკითხის შესწავლის პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის თბილისის მერიასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობას, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.





