ბორჯომში ღვაწლმოსილი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ
საზოგადოება

ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ეკატერინე ხუციშვილმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ისაუბრა მასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში.
პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანია პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება.





