სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“: „დელტას" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა - ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა
საზოგადოება

ფოტო: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ტერიტორიაზე ცეცხლის კერა ლიკვიდირებულია, - ნათქვამია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ განცხადებაში, რომელიც დღეს გაჩენილ ხანძარს ეხება.
„დელტას“ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში გაკონტროლდა და ამ დროისათვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





