09 ოქტომბერი 2026, 08:25
მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს
საზოგადოება

ფოტო: imedi/ვიდეოკადრი
გაზიარება
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული და დაშავებული მწყემსი დრონის დახმარებით იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 112-ში შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ შევიდა. სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს, უსაფრთხო ადგილზე მიიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.





